|
2023-11-02 19:14:22, 767 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამირებისთვის, 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, 20 102 აშშ დოლარი დაიხარჯა
Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოშორისო საზოგადოება" (ISFED) ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია წერს, დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ. 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის 20,102 აშშ დოლარი დაიხარჯა. მას მოჰყვება "ქართული ოცნების" გვერდი, რომლის რეკლამირებისთვისაც 15,869 აშშ დოლარი დაიხარჯა. მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მთავრობის გვერდი, რომელმაც რეკლამებში 11,242 აშშ დოლარი დახარჯა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)