|
2023-11-02 15:01:33, 594 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან, რომ EED-დან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში
განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც "იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED), რომელიც აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც კანონით აკრძალულია". როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჰქონდათ გარკვეული შეხვედრები დახურულ კარს მიღმა და ეს შეხვედრებიც უმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება როგორც ცენტრალურ, ისე ლოკალურ დონეზე. „ჩვენ გვაქვს ხოლმე საუბრები ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. მაგალითად ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც იკვეთება როგორც ასეთი მოძრაობების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი, არის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამ წყაროდან აღიკვეთოს ექსტრემიზმის დაფინანსება საქართველოში. მათ შორის, EED აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც, რაც პირდაპირ კანონით არის აკრძალული. ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ უცხოური წყაროებიდან აღარ მოხდეს ექსტრემიზმის, პოლარიზაციის, რევოლუციის დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა გარკვეული შეხვედრებიც დახურულ კარს მიღმა და მათ შორის ეს შეხვედრებიც გვიმყარებს რწმენას, რომ მიდგომები შეიცვლება, ალბათ, ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. გვაქვს ყველანაირი საფუძველი ოპტიმიზმისთვის, რომ აღარ გაგრძელდება ქვეყანაში უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის დაფინანსება, ყოველ შემთხვევაში თვისობრივად შემცირდება ამ დაფინანსების მოცულობა, რაც მოდის უცხოური წყაროებიდან ექსტრემიზმის სასარგებლოდ საქართველოში. ჩვენს საზოგადოებას უნდა სიმშვიდე, ქართველ ხალხს უნდა სიმშვიდე და არა ექსტრემიზმი, პოლარიზაცია და რევოლუცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)