2023-11-02 12:27:55, 862 ნახვა
პოლიტიკა
Baeston - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინის ძეგლი გახსნეს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ძეგლი გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" "ტელეგრამ-არხ" Baeston-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Baeston-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "პუტინის ჩამოსხმული ბრინჯაოს ქანდაკება“ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ძამბოლატ თედეევმა მშობლიურ სოფელ წორბისში დაამონტაჟა.
როგორც "ტელეგრამ-არხი" იტყობინება, თედეევი სოფელს ახალგაზრდებთან ერთად - ჩრდილოეთ ოსეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან - ესტუმრა და მათ "ვლადიმერ პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ" უამბო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,