|
2023-11-01 22:31:06, 990 ნახვა
პოლიტიკა
დმანისის ყოფილი მერი დღევანდელ თავდასხმაზე - 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების განვითარება და გაგრძელებაა
დმანისის ყოფილმა მერმა, გიორგი ტატუაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ტატუაშვილმა აღნიშნა, მის მიმართ თავდასხმა 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა და აღნიშნავს, რომ "ყველაფრის უკან იგივე ადამიანები დგანან". "გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. ეხლა დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ალბათ მალე, დადგება ის პერიოდი, როდესაც დაუსჯელობის სინდრომი არ იქნება მასტიმულირებელი ადამიანებისთვის და რომელიმე კონკრეტული პარტიის თუ მმართველი პოლიტიკური ძალის ინდულგენციები, რომ ეს ადამიანები არ ისჯებოდნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ... 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლნების განვითარება იგეგმებოდა და იმისი გაგრძელება. დანარჩენი თქვენ ამოიღეთ, რა მოხდა 2021 წლის 21 სექტემბერს დმანისში, განთიადში. ვინ იყო ამის დამკვეთი და შემსრულებელი, გაცხადებული მაქვს, დღესაც ვაცხადებ და ვადასტურებ, რომ იგივე ადამიანები დგანან ამ ყველაფრის უკან", - განაცხადა ტატუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს დღეს მანქანით გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)