|
2023-11-01 12:59:37, 834 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი ოპოზიციას - ირაკლი ბერაია არ გადადგება და არც არავინ აპირებს
არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ბოდიში "უნდა დააფასოს". "არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს. მიიღეთ პასუხი?! დაკმაყოფილდით?! იჯექით ასე. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ, მე მგონი, ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, შინაარსობრივი ნაწილი, რაც შეეხებოდა კრიტიკას, რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, მან თქვა, რომ რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი, შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა. მე არ მახსენდება არცერთი, ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ, რაც აქ, მაგალითად, ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა, რაც სხვა დროს ყოფილა. ამიტომ, მე ვფიქრობ, თუ გამოიტანთ დასკვნას გუშინდელი დღიდან არის ერთი რამე, რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც ასეთი გადაცდომა, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, სადაც მან თქვა კიდევაც, რომ გადაამეტა ამ მხრივ, მან მოიხადა ბოდიში. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან, შემდგომ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)