2023-10-31 20:44:30, 638 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - უკრაინისა და ისრაელის გამარჯვება მსოფლიოს უსაფრთხოებას განსაზღვრავს
კრაინისა და ისრაელის გამარჯვება რუსეთის შეიარაღებულ აგრესიასა და "ჰამასის" ტერორიზმთან ბრძოლაში განსაზღვრავს მსოფლიოს უსაფრთხოებას აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, ის აგრესიისა და ტერორიზმის წინააღმდეგია.
"როგორც ისრაელში, ასევე უკრაინაში დემოკრატიები ებრძვიან სასტიკ მტრებს, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ჰამასს ან პუტინს გაიმარჯვოს", - განაცხადა ოსტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,