04:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 17:42:14, 673 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ეს სიტყვები შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, სოლიდარობას ვუცხადებ იმ ქალებს, რომლებმაც პროტესტი გამოაცხადეს [ვიდეო]

მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას მხრიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების, ანა წითლიძისა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფას.

პრეზიდენტის თქმით, "სრულიად მიუღებელი და სირცხვილია" სიტყვები, რომლებიც დღეს "ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გააჟღერეს.

"მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს მთლიანად. მინდა გამოვუცხადო სრული სოლიდარობა იმ ქალებს, რომლებიც დღეს გამოვიდნენ და პროტესტი გამოაცხადეს. 

მიმაჩნია, რომ ეს სრულიად მიუღებელია, სიტყვებიც არ არის, რომ ეს მიუღებელია, ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. 

მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე... თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის. 

მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, მიიღოს უმკაცრესი ზომები იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან თუ ეს არ გააკეთა, მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics