04:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 17:25:16, 607 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების" დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის წევრ ანა წითლიძეს "ბანძი ადამიანი" და "ფარჩაკი" უწოდა.

ხაბეიშვილის შეფასებით, ის, რაც საკანონმდებლო ორგანოში მოხდა, "უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია".

"უკიდურესად უღირსი, სამარცხვინო, მდაბიო და არაკაცური საქციელია, თუმცა მიკვირს-თქო და არ ველოდი სამშობლოს გროშებზე გამყიდველებისგან-თქო, მოგატყუებთ. 

არანაირი ზღვარი, წითელი ხაზი, მორალური და ადამიანური ღირებულება არ არსებობს მათთვის. ამ ხალხს შეუძლია და აკეთებენ - ემსახურებიან პუტინის რუსეთს, ღალატობენ და ყიდიან სამშობლოს. 

ჩემს მეგობარს, თანამებრძოლს და პატრიოტ ადამიანს - ანა წითლიძეს არაფერი დააკლდება სალავიოვ-სიმონიანის პროპაგანდისტი, რუსეთუმე ალუდას განცხადებით. ძვირფასო ანი, ზუსტად ვიცი, ასეც მოიქცევი. 

გააგრძელე ის საქმე, რასაც აკეთებ, ემსახურე ქვეყანას, ხალხს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად გავიტანთ ამ რუსულ, ვადაგასულ პოლიტიკურ ნაგავს ქვეყნიდან, პარლამენტიდან",- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics