|
2023-10-31 16:37:16, 607 ნახვა
პოლიტიკა
ქალი დეპუტატები - ვპირდებით „რუსული ოცნების“ კაც დეპუტატებს, უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას - ვერ გაგვაჩუმებთ
"ქართულმა ოცნებამ" და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ქვია. სწორედ ამიტომ, არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიას თქმით, "არ გაჩუმდება და არ გაჩერდება" მაშინ, როდესაც საუბარია საქართველოს ოკუპაციაზე. "ქართულმა ოცნებამ" და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, სუს-ის მეთოდებით დაიწყო ბრძოლა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. ის, რაც მან დღეს იკადრა, ამას კაცობა არ ჰქვია. სწორედ ამიტომ, არის მათი პატარა კაცობა, რასაც ისინი ბედავენ ამ პარლამენტში. მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" არ აქვს პასუხი პუტინთან მისი ვიცე-პრემიერის სადილზე, როცა არ აქვს პასუხი ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივ ბაზირებაზე, სწორედ მაშინ ეწევიან დისკრედიტაციას ქალი დეპუტატების და მაშინ, როდესაც "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციული კამპანიის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით, სწორედ მაშინ ხდება თავდასხმა იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოადგინა დღეს ირაკლი ბერაიამ პარლამენტში. მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ როგორც ბერაიას, ასევე, სრულიად "ქართულ ოცნებას" და კიდევ ერთხელ ვეუბნები სუს-ის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს მეთოდები აქვთ არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის - არ გავჩუმდები და არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენს ოკუპაციაზე, მაშინ როცა პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს, ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით", - განაცხადა აქუბარდიამ. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან თავდასხმის სამიზნე ქალი დეპუტატები იმიტომ ხდებიან, რომ ისინი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. "ეს არის პარლამენტი, სადაც რიგითი პარლამენტის წევრი, მათ შორის ფიზიკურ ძალადობას არ ერიდებოდა ქალის წინააღმდეგ - შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამ ძალადობრივი ფაქტის შემდეგ დაწინაურდა და გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ეს არის სწორედ ის სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს "რუსული ოცნება". პირადად შალვა პაპუაშვილი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რუსი ოლიგარქი: ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ქალი დეპუტატების წინააღმდეგ. რატომ? რატომ ვხვდებით მუდმივად ჩვენ განსაკუთრებული სამიზნეები კაცი "რუსული ოცნების" დეპუტატების მხრიდან? მე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ასევე, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი - სწორედ ქალი დეპუტატები ხვდებით "ოცნების" სამიზნე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე უკომპრომისოდ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამას ხედავს "რუსული ოცნება" და რუსული მეთოდებით, ბინძურ, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობს ქალი დეპუტატების დისკრედიტირებას. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ქალი დეპუტატების გაჩუმებას და გაჩერებას და ჩვენ ვპირდებით "რუსული ოცნების" კაც დეპუტატებს, ჩვენ მხოლოდ უფრო მეტი ჟინით გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძესა და თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)