2023-10-31 09:36:17, 801 ნახვა
მსოფლიო
CPJ - ისრაელისა და „ჰამასის“ შეტაკებებს, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 31 დაღუპული ჟურნალისტიდან 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო.
CPJ-ის ცნობითვე, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 9 ჟურნალისტი.
"განსაკუთრებით მაღალი რისკების წინაშე ღაზაში მყოფი ჟურნალისტები დგანან, რადგან ისინი კონფლიქტის გაშუქებას ისრაელის სახმელეთო თავდასხმის ფონზე ცდილობენ... აქაა დამანგრეველი საჰაერო თავდასხმები, შეფერხებული კომუნიკაციები და ელექტროენერგიის გათიშვა", - აცხადებენ CPJ-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,