2023-10-30 23:06:33, 697 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრემიერი - ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება
ისრაელი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ დათანხმდება, - ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, 7 ოქტომბრიდან ისრაელი ომშია, " ისრაელს ეს ომი არ დაუწყია. ისრაელს არ სურდა ეს ომი. მაგრამ ისრაელი მოიგებს ამ ომს".
"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ. მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება, რომ ისრაელი დანებდეს "ჰამასს", დანებდეს ტერორს, დანებდეს ბარბაროსობას. ასე არ მოხდება", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,