2023-10-29 11:50:41, 634 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პენსმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
როგორც BBC იტყობინება შესაბამისი განცხადება პენსმა ლას-ვეგასში, "რესპუბლიკელი" ებრაელების კოალიციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.
BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, "რესპუბლიკელმა" პენსმა ლას-ვეგასში თქვა, რომ "ახლა მისი დრო არ არის“.
”ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ არ ვნანობ",- განაცხადა მაიკ პენსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,