2023-10-29 11:12:15, 692 ნახვა
მსოფლიო
FRIENDS-ის მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მსახიობი მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას Los Angeles Times-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, მეთიუ პერი 28 ოქტომბერს, ლოს-ანჯელესში, საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
CNN სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობის გარდაცვლებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. წყაროს ცნობით, საქმეს პოლიციის დეპარტამენტის ძარცვისა და მკვლელობის სამმართველო იძიებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,