07:30 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 13:45:14, 656 ნახვა

მსოფლიო
მილერი - აშშ არ უჭერს მხარს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას მისცემს

აშშ არ უჭერს მხარს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს მისცემს „ჰამასს“ გაძლიერების საშუალებას და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ, - აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა.

მილერის თქმით, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმების გარდა,„ჰამასი“ ყოველდღე უშვებს რაკეტებს, რომლის სამიზნე ისრაელში უდანაშაულო მოქალაქეები არიან.

"ჩვენ წინააღმდეგი ვიქნებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები.

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების მიწოდების საშუალებას უზრუნველყოფს. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაფაჰის გადასასვლელი გაიხსნას“, - განაცხადა მილერმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 

იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics