2023-10-26 22:18:09, 656 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ ცნობით, ისრაელის ავიადარტყმებს ღაზას სექტორში 50-მდე მძევალი ემსხვერპლა
7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის ავიადარტყმებს ღაზას სექტორში 50-მდე მძევალი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ტერორისტული მოძრაობა „ჰამასის“ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავად ისრაელის განცხადებით, ანკლავში 224 მძევალი იმყოფება.
ცნობისთვის, სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,