|
2023-10-26 17:41:44, 538 ნახვა
პოლიტიკა
პარტიამ „საქართველოსთვის" საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა
პარტიამ „საქართველოსთვის" საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტია "ფეისბუქზე" ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „ქართულმა ოცნებამ“ "მოისყიდა და გადაიბირა" ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე. „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას. სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია „საქართველოსთვის“ რიგებიდან! გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში. ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება! სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან. პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)