2023-10-26 11:40:52, 640 ნახვა
მსოფლიო
IDF - ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში ტანკების გამოყენებით რეიდი ჩაატარა
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წუხელ ტანკების გამოყენებით "მიზანმიმართული რეიდი" ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
როგორც IDF განმარტავს, აღნიშნული ოპერაცია ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის მზადების ნაწილს წარმოადგენს.
"მას შემდეგ ჯარისკაცებმა დატოვეს რაიონი და ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ",- აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,