|
2023-10-17 12:29:10, 999 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურში 90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალ სახლში საცხოვრებელი ფართი 121 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება - 11 მლნ ლარია. "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში. ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი. ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლით ჯამში 350 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)