|
2023-10-17 10:53:20, 994 ნახვა
ეკონომიკა
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშვა
„ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტმა", "თიბისი კაპიტალის" დახმარებით, საქართველოს საფონდი ბირჟაზე 15 მილიონი აშშ დოლარის, 2 წლიანი უზრუნველყოფილი, საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ემისია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტისა" და "თიბისი კაპიტალის" პირველი ერთობლივი განთავსებაა. ობლიგაციების ემისიის წლიური საპროცენტო სარგებელი 9.00%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს. „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი" კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის (CCEH) შვილობილი კომპანიაა, რომელიც სვანეთში, სოფელ ლახამში ფლობს და მართავს 2 ჰიდროელექტროსადგურს, ჯამური დადგმული სიმძლავრით 15.9 მგვტ. „მოხარული ვართ, რომ წარმატებით განხორციელდა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება და ინვესტირება ჩვენს პროექტში. მსგავსი შეთავაზებით კომპანიამ საცალო ინვესტორებსაც მისცა საშუალება, რომ საკუთარი სახსრები დააბანდონ დაბალრისკიან ფასიან ქაღალდებში, მიიღონ ფიქსირებული საპროცენტო სარგებელი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში. გამოცხადებული ნდობისთვის, თითოეული ინვესტორის მიმართ გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას და ვგრძნობთ დამატებით პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი კომპანია იყოს ფლაგმანი განახლებადი ენერგო რესურსების ათვისების მიმართულებით საუკეთესო სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენი ღრმა რწმენით, ასეთი ტიპის თანამშრომლობა და სარგებლის განაწილების ფორმა, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ჩვენი ქვეყნის მწვანე ენერგო რესურსების ათვისების ხარჯზე, მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შემცირებას", - ამბობს გიორგი აბრამიშვილი, „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის" გენერალური დირექტორი. „მოხარული ვარ, რომ „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტის" პირველადი ემისიის მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ და კაპიტალის სტრუქტურის გაუმჯობესებაში ვეხმარებით კომპანიას, რომელიც ქვეყანაში - განახლებადი ენერგეტიკული რესურსის ეფექტურად ათვისებას, შედეგად კი, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებასა და იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას უწყობს ხელს. ეს ტრანზაქცია "თიბისი კაპიტალისთვის" 2023 წელს ობლიგაციების რიგით მე-14 განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო გააქტიურებას ადასტურებს", - აცხადებს მერი ჩაჩანიძე, "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)