06:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 14:26:28, 885 ნახვა

ეკონომიკა
სექტემბერში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი კვლავ რუსეთიდან მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს.

სებ-ის მონაცემებით, სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი (751.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.7%-ით (103.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

"უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.8% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.4% მოდიოდა",- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

უფრო კონკრეტულად კი, ქვეყნების ხუთეული, საიდანაც გასულ თვეში, საქართველოში ყველა მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთის ფედერაცია - 59.47 მლნ აშშ დოლარი
იტალია - 43.29
აშშ - 41. 25
გერმანია - 21.14
საბერძნეთი - 20.49

სებ-ის ცნობით, 2023 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.9 მლნ აშშ დოლარი (76.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბრის (32.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.5%-ით ნაკლებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics