|
2023-10-06 18:45:01, 1360 ნახვა
რეგიონი
ქედაში, ფრიდონ ხალვაშის ცენტრალურ პარკში, ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური გაიმართა
ქედაში, ფრიდონ ხალვაშის ცენტრალურ პარკში, ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის მიზანია დამწყები შემოქმედების გამოვლენა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა. კონკურსის პირველი ტური ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა 5 სხვადასხვა თემაზე ნაწარმოებები: პატრიოტული, დიალექტური, რომანტიკული, კრეატიული, კლასიკური, პროზასა და პოეზიაში შექმნეს. "დღეს, კონკურსანტებმა ნამუშევრები კომპეტენტურ ჟიურის წარუდგინეს. ინტერმუნიციპალურ ლიტერატურულ კონკურსს ა(ა)იპ ქედის კულტურის ცენტრის რეჟიროსი ლია მახარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი გურანდა დოლიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი იზოლდა სურმანიძე, პეგასის კოორდინატორი ნატალი სხალთელი და პოეტი ქალთამზე-ანა სურმანიძე აფასებდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენეთ, რომ მესამე ტური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო მეოთხე ტური კი, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართება. კონკურსის შედეგად ჟიურის მიერ გამოვლინდება 10 გამარჯვებული. ასევე გამოვლინდებიან "პეგასი 2023"-ის გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში:
"ინტერმუნიციპალურ კონკურსში 42 კონკურსანტი მონაწილეობდა, მათ შორის 9 ქედის მუნიციპალიტეტს წარმოადგენდა. ჟიურის შეფასების მიხედვით, მესამე ტურში 25 მონაწილე იასპარეზებს, მათ შორის ქედის მუნიპალიტეტიდან 5 კონკურსანტი ფინალის ტიტულის მონაპოვებლად იბრძოლებს. გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტში, 13 ოქტომბერს 14:00 სთ-ზე. პროექტის მხარდამჭერებისაგან გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ფინალისტებისთვის საჩუქრად გამოიცემა ბროშურა - ,,პეგასი 2023", რომელშიც შევა მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)