|
2023-10-02 17:01:04, 1500 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის რეგიონის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, დელეგაციას სიჩუანის რეგიონის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლი ჰუი ხელმძღვანელობდა. "შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, განათლების, კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა. თორნიკე რიჟვაძემ დელეგაციის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აჭარის ტურისტული პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობების და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობის შესახებ. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სიჩუანის რეგიონს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)