|
2023-09-30 12:23:52, 729 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჰუა ლიუსს შეხვდა
ქ.ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსს ჰუა ლიუსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2000 წლიდან ჩართულია სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მარეგულირებელი შესაძლებლობების გაძლიერების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სურსათის უვნებლობის, ჯანდაცვის, წყლის რესურსების მართვისა თუ ენერგეტიკის სფეროებში შესაძლებლობების გაძლიერება ხდება. "შეხვედრაზე, ჰუა ლიუსმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ძლიერი მარეგულირებელი ორგანოა, რომლის საქმიანობა და ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს. სოლომონ პავლიაშვილმა წლების განმავლობაში ქვეყნის პროგრესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ჰუა ლიუსს, რომელმაც, თავის მხრივ, თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამავე კონფერენციის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელს მაიკლ კნოხენჰაუერს შეხვდა. შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს ბირთვული უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის. მაიკლ კნოხენჰაუერმა გამოხატა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციისა და ბირთვული მარეგულირებელი რეჟიმის მხარდაჭერის მზადყოფნა. ავსტრიაში გამართული კონფერენციის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალურად გადაეცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბირთვული დაცულობის ეროვნული რეჟიმის შემფასებელი მისიის ანგარიში. ქვეყანამ ორკვირიან მისიას მიმდინარე წლის აპრილში უმასპინძლა. ბირთვული დაცულობის განყოფილების დირექტორმა, ელენა ბუგლოვამ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგები და გამოთქვა მხარდაჭერის გაფართოების სურვილი. სოლომონ პავლიაშვილმა ღიად დააფიქსირა ბირთვული დაცულობის განყოფილების კონტრიბუციის განსაკუთრებული მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს ეროვნული გეგმების გაძლიერებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)