08:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 14:15:22, 549 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ნიუ-იორკში გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში, ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება მოიცავდა ქართული ღვინის დეგუსტაციას და მასტერკლასს და მას ღვინის სფეროში მოღვაწე 200-მდე სტუმარი დაესწრო: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ღვინის მწერლები, ნიუ-იორკის ცნობილი სომელიეები და ჟურნალისტები.

"ღვინის პროფესიონალნებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებას ამერიკის შეერთებული შტატებში, რომელიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს  და სადაც განსაკუთრებით მაღალია ღვინის ხარისხის სტანდარტები და ქართული ღვინის საექსპორტო ფასი.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Colangelo & Partners, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კონტრაქტის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს. Colangelo & Partners ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

მიმიდნარე წელს, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია იმ სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რამაც უნდა უზრუნველყოს ქართული ღვინის ცნობადობის  და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინოზე მოთხოვნის გაზრდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics