|
2023-09-22 14:20:56, 1401 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტით მაქსიმალურად დავიცავთ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ნავსადგურის პროექტში სახელმწიფოს საკონტროლო წილი ექნება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს ინტერესები. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. „ანაკლიის პორტის წილების კონსტრუქცია იქნება ასეთი - 51 პროცენტის მფლობელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო 49 პროცენტის - კერძო პარტნიორი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არც ერთი რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და გავლენა არ დომინირებდეს საქართველოს ინტერესებზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, სწორედ აქედან გამომდინარეა წილების ის კონფიგურაცია, რომ სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიის პროექტში. „ჩვენ გვექნება კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით, უფლებების გარეშე უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება, როდესაც სტრატეგიულ, კომერციულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი, პოლიტიკურად მეგობარი ქვეყანა, კომერციული კუთხით იყვნენ კონკურენტები, ვერ ითანამშრომლონ და დაზიანდეს ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესი. ეს იყო ჩვენი ამოსავალი, როცა დავიწყეთ ანაკლიის პორტის განვითარება", - აღნიშნა მინისტრმა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)