18:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 14:27:19, 596 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე „სარტყელი და გზის ინიციატივის“, რიგით მეოთხე ფორუმი დასრულდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ფორუმის ფარგლებში შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციათა თანამშრომლობის მექანიზმის "BRITACOM"-ის რიგით მეოთხე წლიური ფორუმი ოფიციალურად დასრულებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი ფორუმი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ და BRITACOM-ის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა, ვანგ დაოშუმ შეაჯამეს. პაატა კილაძემ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და "სარტყელი და გზის ინიციატივის" საკმაოდ მაღალი დონის პლატფორმის ეფექტური გამოყენების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

პლენარული სხდომის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ, მასპინძელი ქვეყნის სახელით, ,,BRITACOM“-ის მომდევნო თავმჯდომარე ქვეყნის ჰონგ კონგის შიდა შემოსავლების დეპარტამენტის კომისიონერს, სიმბოლურად, ორგანიზაციის დროშა გადასცა, რითაც ის ერთი წლის განმავლობაში (2024/2025 წლების ვადით), ,,BRITACOM“-ის პრეზიდენტად დასახელდა.

"ბატონო ტიმ ტაი პანგ, გილოცავთ მომდევნო ფორუმის მასპინძლობის პატივს, ჩემთვის სასიამოვნოა გადმოგცეთ "BRITACOM"-ის დროშა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ესტაფეტაა",- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

BRITACOM-ი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ წევრი ქვეყნების ასამდე საგადასახადო ადმინისტრაციის გაერთიანებას წარმოადგენს, ხოლო მრჩეველთა საბჭოს წევრები წამყვანი საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები არიან. აღნიშნული კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება და მას "BRITACOM"-ის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics