|
2023-09-08 14:43:32, 1378 ნახვა
ეკონომიკა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა (SARAS) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგების საკითხებში. ასევე, საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება, მათ შორის, ESG-ის კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად, გათვალისწინებული იქნება აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ევროკავშირის კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის (CSRD) მოთხოვნები. „თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება სამსახურის მიერ შემუშავებული მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო, რაშიც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რათა დოკუმენტში აისახოს მდგრადობის ანგარიშგების კუთხით გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებზე არსებული საუკეთესო დასავლური პრაქტიკა. ამასთან, IFC სამსახურს გაუწევს ისეთ დახმარებას, როგორიცაა:
„სამსახური აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამ კუთხით, ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს“, - განაცხადა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ. „კომპანიაში დანერგილი გარემოსდაცვითი, სოციალური და მართვის (ESG) პრაქტიკის გამჟღავნება აუცილებელია ინვესტიციების მოსაზიდად. ბევრი კომპანიისთვის ESG-ის გამჟღავნება სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ინვესტორებს, რომლებიც სულ უფრო მეტად განიხილავენ ESG ფაქტორებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. IFC იმუშავებს საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, რათა გაუმჯობესდეს ESG-ის გამჟღავნების პრაქტიკა. ეს კი ქართულ კომპანიებს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის“,- განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ. IFC ახორციელებს თავის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის პროგრამას ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ეკონომიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოსთან, SECO-სთან პარტნიორობით. IFC-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ifc.org გარდა IFC-სთან დაწყებული თანამშრომლობისა, სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს CSRDG-სთან (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - Center for Strategic Research and Development of Georgia). ასევე, 2021 წელს, სააგენტომ ხელი მოაწერა ერთობლივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რამდენიმე უწყება/არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა შორისაა: ეროვნული ბანკი, ააიპ სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ააიპ მდგრადი განვითარების ინსტიტუტი. თანამშრომლობის მიზანია მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ევროკავშირის განახლებულ მოთხოვნებთან დაახლოების მიზნებისთვის, ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის. სამსახური განაგრძობს დაწყებულ თანამშრომლობას და აქტიურად მუშაობს მემორანდუმზე ხელმომწერი, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალის გაფართოებაზე“, - აღნიშნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით მჭედლიძემ.
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)