01:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 17:04:54, 598 ნახვა

საზოგადოება
ლევან მეხუზლა - დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

 „მოსახლეობა აქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომ ხვალიდან კიდევ 2 ლოკაცია დავამატოთ.  წინასწარი  მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. ხედავთ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი და აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. სახელმწიფო საწარმოს მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.

„სამწუხაროდ, ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოიყენება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში“ - დასძინა მან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics