|
2023-09-04 15:48:23, 720 ნახვა
საზოგადოება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე ეწყობა
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, ორ მწვავე ლოკაციაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის, პირველადი გადაუდებელი საპრევენციო ღონისძიებები უკვე ჩატარებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მიმდინარეობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო სამუშაოები - დამცავი ბადის მოწყობა. აღნიშნული ფერდი პრობლემურია და ქვათაცვენის ფაქტები ხშირია. ამ ეტაპზე, ხელოვნურად ხდება ფერდის ჩამოშლა იმ ლოკაციებზე, სადაც საშიშროება არსებობს. პარალელურად, მოხდება კლდოვანი ფერდის დაანკერება. კვლევები მიმდინარეობს, რამდენ მეტრში უნდა იყოს ანკერები გაკეთებული. რა თქმა უნდა, ამ სამუშაოების მერე აღნიშნული ფერდი იქნება უსაფრთხო. წლების წინ, როდესაც აღნიშნული პროექტი განხორციელდა, დამცავი ბადე მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთზე იყო მოწყობილი. მომავალში კი განვახორციელებთ პროექტს, რაც, დაახლოებით, 17 მილიონი ლარი დაჯდება და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნულ მონაკვეთზე, ფერდის ავარიული ფრაგმენტების ჩამოწმენდა და ფარდის პრინციპით მოწყობილი ძველი, ამორტიზებული ბადის დემონტაჟი დასრულებულია. ახალი ბადე დაშვებულია, რომლის ჩამაგრებაც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ჩაანკერების პრინციპით განხორციელდება, რაც უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტს განაპირობებს. გარდა ამისა, საავტომობილო გზის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით მოწყობილია შემაფერხებელი ბარიერი. სამუშაოებს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „მანგი“ ახორციელებს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბერში დასრულდება. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)