|
2023-09-01 11:34:34, 850 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ შოვში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყო
3 აგვისტოს, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად „თიბისი ბანკში“ გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის 700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, „თიბისის“ დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 200 000 ლარი მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გაღებული თანხაა. შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, „თიბისი“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. წითელი ჯვარი „თიბისის“ მიერ შექმნილ შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს გაუწევს ადმინისტრირებას. დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც მოხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.
სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდება შეფასება და შეიქმნება იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. „თიბისის“ ფონდიდან ამ ადამიანებს ჩაერიცხებათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც მათ პირველადი საჭიროებების დაფარვის საშუალებას მისცემს. „თიბისი“ მზადყოფნას გამოხატავს, ფინანსური დახმარება გაუწიოს სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ამ პროცესის მართვაში, ვითვალისწინებთ წითელი ჯვრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ფსიქოლოგების რეკომენდაციებს. სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვი საჭირო პირველადი მოხმარების საჭიროებებისა და აღჭურვილობისათვის, „თიბისის“ ფონდიდან წითელ ჯვარს გადაერიცხა 30 000 ლარი. „თიბისი“ რეგულარულად გაავრცელებს განახლებულ ინფორმაციას ფონდში ჩარიცხული თანხების განაწილებასთან დაკავშირებით. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ „თიბისის“ საქველმოქმედო ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე: ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: GE89TB7318736080100017 მიმღები: ააიპ თიბისელები Beneficiary: NNLE TIBISELEBI
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)