|
2023-08-31 12:10:02, 1125 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით კომპანია „დრიმ პალას დეველოპმენტი“ 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო პროექტს ოლიმპიური აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 40 მლნ ლარს შეადგენს, „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია კი 35 მლნ. ლარია. მიმდინარე პროექტი 50 000 კვ.მ - მდე ორ 8 სართულიან და სამ 7 სართულიან, ჯამში 5 მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. დრიმ პალას დეველოპმენტი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც მასშტაბური გეგმები აქვს და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. მიმდინარე პროექტი კი დიღომში, ოლიმპიური აუზის მიმდებარედ 50 000 კვ.მ -ზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა. „საქართველოს ბანკი“ მრავალი წელია სამშენებლო სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღსანიშნავია, რომ „დრიმ პალას დეველოპემნტთან“ ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება და მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის სამომავლო განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)