|
2023-08-30 21:11:32, 847 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ადრეული გაფრთხილების სისტემა ეს არ არის ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთი სენსორი, რომელიც იქნება დამონტაჟებული და ინფორმაციას მოგვცემს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა განმარტა, ადრეული გაფრთხილების სისტემა ეს არ არის ერთი მოწყობილობა ან თუნდაც ერთი სენსორი, რომელიც იქნება დამონტაჟებული და ინფორმაციას მოგვცემს. ადრეული გაფრთხილების სისტემა არის მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელიც შედგება სხვადასხვა მოწყობილობისგან, როგორიც არის მეტეოსადგური, რადარი, წყალმზომი და ასე შემდეგ. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სისტემა იძლევა ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე ვრცელდება შესაბამისი პროგნოზი და ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სამსახურებს. „ხშირად გვესმის რომ არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით, ასევე, გვესმის რომ დონორებმა გარკვეული თანხა გამოყვეს. ეს არის ჩვენი მხარდამჭერების, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა და 2018 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი პროექტის განმახორციელებელი. ეს არის მათი დისკრედიტაცია. სწორედ მათ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ ჩვენ ამ თემებზე. პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგური იქნა შეძენილი, რომლის ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და ეს პროცესი გრძელდება. ასევე, ბოლო წლებში შევისყიდეთ ორი თანამედროვე რადარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მომზადებულია რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს და წლის ბოლომდე ყველა ეს რუკა დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ ჩვენ გვქონდეს იდენტიფიცირებული ადგილები, სადაც შესაძლებელია რაიმე მოვლენების განვითარება. ამის შემდგომი პროცესი არის უკვე ისეთი განგაშის სისტემა, როგორიც ჩვენ გვაქვს დევდორაკზე, რომელსაც ცალკე შესწავლა სჭირდება თუ როგორ უნდა მოხდეს მისი მონტაჟი თითოეულ უბანზე. თუმცა პირველი ეტაპი, რა თქმა უნდა, არის გამართული მონიტორინგის სისტემა. მინდა გითხრათ, რომ სწორედ ბოლო წლებში დაიწყო ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)