|
2023-08-30 13:16:41, 968 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“, კორპორაციულ კლიენტებთან მომსახურებაში, Signify-ის ელექტრონული ხელმოწერა დანერგა
„თიბისიმ“, Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესების გამარტივების მიზნით, დისტანციური ხელმოწერა დანერგა. ბანკი მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ხელმოწერას სთავაზობს ისეთი საბანკო პროდუქტების სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვის პროდუქტები. „თიბისიში“ ციფრული ელექტრონული ხელმოწერის საპილოტე პროექტი, პანდემიის პერიოდში, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით დავნერგეთ მაშინ, როდესაც დისტანციური კომუნიკაცია აუცილებლობად იქცა. პროდუქტის შედეგად გამარტივებულმა ბიუროკრატიამ და დაზოგილმა რესურსმა, კონტრაქტების ხელმოწერის ელექტრონული, რისკებისგან დაცული და ტექნიკურად გამართული სისტემის დანერგვის აუცილებლობა დაგვანახა. ასე დავიწყეთ Siginify-სთან თანამშრომლობა. ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეგვიძლია ორმა მხარემ სრული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გავაფორმოთ. შედეგად, დავზოგოთ როგორც დროის, ასევე საჭირო მასალებისა და ადამიანური რესურსი. დაზოგილი დრო კი, საქმიანობის განვითარებას მოვახმაროთ. „თიბისი“ დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუცია, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერის პროდუქტი სრულად თანხვედრაშია ჩვენს მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება", - გიორგი თხელიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. Signify (signify.ge) ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს მოამზადონ, გააგზავნონ და მიიღონ ხელმოწერილი დოკუმენტები ერთ სივრცეში. ხელმომწერ პირს ნებისმიერი ადგილიდან, ციფრული მოწყობილობით შეუძლია მეილზე ან SMS-ით მიღებული დოკუმენტის ნახვა და ხელმოწერა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)