|
2023-08-25 15:04:16, 1226 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „მეგა ჰოლდინგი“ ახალ საწარმოს აშენებს
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „მეგა ჰოლდინგის“ პარტნიორობით, სამშენებლო მასალების საწარმო გაიხსნება. პროექტის ჯამური ოდენობა 8 მილიონი ევროა. ბანკის წილი კი 4,7 მილიონ ევროს შეადგენს. საწარმო 50,000 კვ.მ. მიწის ფართობზე განთავსდება და სამშენებლო კომპანიებისთვის ღრუტანიანი ფილებისა და კედლების წარმოებას დაიწყებს. „ჩვენი კომპანია - MEGA HOLDING, ბაზარზე ჯერ კიდევ 2021 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე რამდენიმე ბრენდით და ბიზნესმიმართულებითაა წარმოდგენილი. ესაა: MEGA PRODUCTION -სამშენებლო მასალების მწარმოებელი ბრენდია, MEGA DEVELOPMENT -უძრავი ქონების დეველოპერული მიმართულება და MEGA CONSTRUCTION-ი, რომელიც ჰოლდინგის სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. ახლა კი უკვე საწარმოსაც ვიმატებთ, რომელიც 2024 წელს, კერძო სახელის ასაშენებლად 100000 კვ.მ. საფასადე(სამშრიანი დათბუნებით) და საკედლე პანელების წარმოებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კონცენტრირებული ვართ, დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად გავაგრძელოთ მუდმივი განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის ხელშეწყობა და ახალი პროექტების განხორციელება. ჩვენი წარმოებული ღრუტანიანი ფილებით უკვე ავაშენეთ 4 საცხოვრებელი ბლოკი დიდუბეში, გლდანში ახლახანს დავასრულეთ 2 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა“,- განაცხადა ვაჟა მანაშეროვმა, კომპანიის დირექტორმა. „კომპანიამ საქმიანობა 2001 წელს კასპსა და ზაჰესში, ცემენტის, ბეტონის ბლოკების, ქვიშისა და ხრეშის წარმოებით დაიწყო. 2017 წელს კომპანიამ კი თბილისში ანაკრები ბეტონის ქარხანა გახსნა. კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, როგორიცაა ქვიშა, ღორღი და ბეტონი, ასევე ანაკრები რკინაბეტონის ელემენტები. კომპანია დეველოპერულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე პროექტებით მეგა დიდუბე და მეგა გლდანი (ე.წ. Mega Construction). ორივე პროექტი მოიცავს 58 000 კვ.მ ფართობის მშენებლობას. ჩვენ ერთობლივ პროექტებს 2018 წლიდან ვახორციელებთ და ვცდილობთ, კლიენტთან ერთად არ გვაჩერდეთ, განვვითარდეთ და ერთად ვიზრუნოთ სამშენებლო მასალების ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა გიორგი წეროძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)