|
2023-08-18 15:37:18, 1661 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2% რუსეთიდან გამოიგზავნა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 53.2 პროცენტისთვის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს, 26.7 პროცენტისთვის - აზერბაიჯანი, 3.3 პროცენტისთვის - თურქმენეთი, 2.6 პროცენტისთვის - რუმინეთი, 2.3 პროცენტისთვის - თურქეთი, 1.0 პროცენტისთვის - ჩინეთი, 1.0 პროცენტისთვის - ბელარუსი, 0.5 პროცენტისთვის - ყაზახეთი. საქსტატის ცნობით, 2023 წლის II კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 20.0 პროცენტისთვის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 11.5 პროცენტისთვის - სომხეთი, 8.5 პროცენტისთვის - რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.3 პროცენტისთვის - აზერბაიჯანი. "2023 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.5 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 8.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 10.7 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.2 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1 პროცენტი - ტრანზიტზე. 2023 წლის II კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 29.2 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 70.8 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე. 2023 წლის II კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 11.3 პროცენტისთვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.7 პროცენტისთვის - ნიდერლანდები, 6.0 პროცენტისთვის - იტალია, 6.0 პროცენტისთვის - ჩინეთი. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 8.9 პროცენტისთვის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენს, 3.5 პროცენტისთვის - ჩინეთი, 2.1 პროცენტისთვის - თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტისთვის - ამერიკის შეერთებული შტატები",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)