|
2023-08-17 18:07:22, 1367 ნახვა
ომი უკრაინაში
ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უკრაინის მხარდამჭერ G7-ის დეკლარაციას უერთდება
ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" დიდი შვიდეულის დეკლარაციას შეუერთდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ავრცელებს. როგორც კალასი აღნიშნავს, ის გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, იქამდე სანამ საბოლოო გამარჯვება არ მიიღწევა. "ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უერთდება უკრაინის მხარდამჭერ G7-ის დეკლარაციას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირის გზაზე", - წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ დიდმა შვიდეულმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი ვილნიუსის სამიტზე მოაწერეს. G7-ის წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ისინი უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)