2023-08-09 21:16:29, 998 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „შავ ნუსხაში“ შეიყვანა რვა ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი.
როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდა, მხილებული არიან ბელარუსის რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჩატარებულ რეპრესიებში, ასევე არიან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის თანამონაწილეები
„შავ სიაში“ მოხვდნენ ბელარუსის უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ასევე მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ბელარუსის მეტალურგიული ქარხანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,