2023-08-09 18:35:23, 935 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის შს მინისტრი - პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის
პოლონეთი ბელარუსის საზღვართან 2 000 ჯარისკაცს გაგზავნის, - ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვოსიკმა განაცხადა.
მაცეი ვოსიკის თქმით, ჯარისკაცები სასაზღვრო დაცვის საქმიანობას პოდლასიეს და ლუბლინის რეგიონებში გააძლიერებენ.
ოფიციალურ ვარშავაში აცხადებენ, რომ პოლონეთში მიგრანტების უკანონო შეღწევის ყველა მცდელობა ბელარუსის ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,