2023-07-28 09:44:48, 1316 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელებმა დონეცკის ოლქში, სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ და 129-ე ბატალიონმა დონეცკის ოლქში, სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Telegrm-ზე ავრცელებს.
“ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!”,- წერს ზელენსკი.
სტარომაიორსკეს დასახლების გათავისუფლება დაადასტურა ასევე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმაც.
"სტარომაიორსკე თავისუფალია. ახლა ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ დასახლებული პუნქტის დაცვას",- დაწერა მალიარმა Telegram-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,