|
2023-07-18 17:09:52, 1402 ნახვა
მსოფლიო
ევროსასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2021 წელს შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო
ევროსასამართლომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2021 წელს შეტანილი სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2021 წელს მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანა ბრალდების 10 ჯგუფით, სადაც რუსეთი უკრაინას 2014 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში, MH17-ის ჩამოვარდნაში, რუსეთის ტერიტორიების დაბომბვაში, იძულებით გადასახლებაში, ხმის მიცემის უფლებაში ჩარევაში, რუსული ენის გამოყენების შეზღუდვასა და რუსეთის საელჩოებსა და საკონსულოებზე თავდასხმაში ადანაშაულებდა. BBC-ის ცნობითვე, მოსკოვი ასევე ჩიოდა ჩრდილოეთ ყირიმის არხის გადაკეტვაზე და ევროსასამართლოს დროებითი ზომების გამოყენებას სთხოვდა. "სასამართლომ რუსეთის საჩივარი ყველა თვალსაზრისით უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ 2014 წლიდან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადრე შეტანილ თითქმის 8,5 ათას ინდივიდუალურ განცხადებას განიხილავს",- წერს გამოცემა. ამასთან, როგორც უკრაინის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლით იყო შეტანილი და ის უკრაინის წინააღმდეგ ერთადერთ სახელმწიფოთაშორისი საჩივარს წარმოადგენდა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)