06:36 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 11:40:53, 944 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი: უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი მხოლოდ ომის შემდეგაა შესაძლებელი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში ნატოს სამიტის წინ ევროპაში გაემგზავრა. მისი პირველი გაჩერება ლონდონი იყო, სადაც ის ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.

მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იქნება ლონდონის შეშფოთება კიევისთვის ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთი ამ გადაზიდვების წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ეს საბრძოლო მასალები საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

დიდი ბრიტანეთი არის კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციის ხელმომწერ 123-დან ერთ-ერთი, რომელიც კრძალავს ამ იარაღის წარმოებას ან გამოყენებას.

უკრაინა მანამდე პირობა დადო, რომ არ გამოიყენებს ამ იარაღს სამოქალაქო ადგილებში და მკაცრად აკონტროლებს მათ გამოყენებას.

ლონდონის შემდეგ ბაიდენი ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც 11-12 ივლისს ნატოს სამიტი გაიმართება.
ერთი დღით ადრე, CNN-თან ინტერვიუში, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ნატოს წევრობისთვის. მისი თქმით, ალიანსი ორგანიზაციაში უკრაინის დაშვების საკითხს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს.

ბაიდენმა მოიყვანა ნატოს წესდების ურთიერთდაცვითი მუხლი, რომელიც ნატოს წევრებს ავალდებულებს დაიცვან ერთმანეთის ტერიტორიის „ყოველი სანტიმეტრი“, რაც აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ნიშნავს, რომ თუ ომი გაგრძელდება, ნატოს ყველა ქვეყანა რუსეთთან ომში იქნება.

გერმანია ასევე დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ნატოში შესვლის გადადებას, იმის შიშით, რომ ამან შეიძლება რუსეთთან ომი გამოიწვიოს. მოკავშირეებთან მოახლოებულ შეხვედრაზე ბერლინი აპირებს მოუწოდოს ყურადღება გაამახვილოს უსაფრთხოების გარანტიებზე და უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ამ საკითხს განიხილავდნენ კიევთან.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დათანხმდა ამ პოზიციას, მაგრამ სთხოვა „სიგნალი“ იმის შესახებ, რომ მის ქვეყანას შეეძლო ნატოში გაწევრიანება ომის დასრულების შემდეგ.

ზელენსკის ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, წავა თუ არა ვილნიუსში ნატოს სამიტზე. ამის შესახებ ევროპეისკაია პრავდასთან ინტერვიუში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ ისაუბრა.

ივნისის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწრება სამიტს, თუ ნატოს ლიდერები "გამბედაობის ნაკლებობას გამოიჩენენ" და არ უპასუხებენ უკრაინის წევრობის განცხადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics