2023-07-10 09:16:04, 1203 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენი მეფე ჩარლზ მესამესთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან გამართავს შეხვედრას.
Reuters-ის ცნობითვე, შეხვედრისას ლიდერები განიხილავენ კლიმატის საკითხებს, ასევე ნატოს ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ თემებს. შეხვედრის შემდეგ კი ჯო ბაიდენი და რიში სუნაკი ლიეტუვაში, ნატოს სამიტზე გაემგზავრებიან.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ვილნიუსიდან ფინეთს ეწვევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,