2023-07-09 18:57:48, 968 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ვილნიუსში ნატოს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ნატოს სამიტს ათასობით სამხედრო და თანამედროვე შეიარაღება დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თანამედროვე ტექნიკა სამიტის უსაფრთხოებისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 16-მა წევრმა სახელმწიფომ გამოყო.
Reuters-ის ცნობით, გერმანიამ ადგილზე "პატრიოტის" ტიპის 12 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა.
საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოყო ესპანეთმაც, საფრანგეთმა კი თვითმავალი ჰაუბიცები.
ფინეთმა და დანიამ ლიეტუვაში სამხედრო თვითმფრინავები განათავსეს.
ცნობისთვის, ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,