|
2023-07-05 23:05:00, 988 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის შედეგად სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში - ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას. აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771 დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)