|
2023-07-05 17:34:27, 1016 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ერეკლე კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის შედეგად, ერეკლე კეჟერაშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ერეკლე კეჟერაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია ტრანსპორტის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი იყო „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. "სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის მაისში „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონსა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვის მიზნით დაწყებული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას, გაათავისუფლებს სარკინიგზო ოპერატორსა და ინფრასტრუქტურის მმართველს/მენეჯერს საჯარო ვალდებულებებისგან და ამით ბიზნესოპერატორებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას, მიეცემათ შესაძლებლობა მეტად ორიენტირებული იყვნენ კომერციულ პრინციპებზე. სააგენტოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში - პირველ ეტაპზე სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო ოპერატორების, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო სასწავლო დაწესებულებების და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)