|
2023-07-05 16:28:48, 940 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შემოსავლების სამსახურს საბაჟო კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა გადასცა
5 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცსას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ საბაჟო დეპარტამენტს 50 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა (პლანშეტები) და 10 ცალი კონტრაბანდული საქონლის აღმოსაჩენი მოწყობილობა გადასცა. „აღნიშნული აღჭურვილობა საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილდება, რაც ხელს შეუწყობს მებაჟე-ოფიცრების მიერ, საზღვარზე რისკზე დაფუძნებული კონტროლის აღსრულებას და კონტრაბანდული ტვირთების დეტალურ დათვალიერებას. პროექტი, რომლის სახელწოდებაა - „საზღვრების ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, IOM-ის მიერ, უსაფრთხოების ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს ინტეგრირებული საზღვრის ძირითადი ელემენტების კონსოლიდაციის ხელშეწყობას. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „თბილისი“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ირაკლი თევდორაძე, ასევე სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)