2023-07-04 23:39:07, 765 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა, რომლის აღსანიშნავად, თბილისის ანძა ამავე ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო აღნიშნული ფორმით მეგობარ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს.
აშშ დღეს დამოუკიდებლობის 247-ე წლისთავს ზეიმობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),