03:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 14:00:33, 1109 ნახვა

სამართალი
ლაზარე გრიგორიადისი - მინდა კობახიძე და ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე გრიგორიადისმა სასამართლოს სიტყვით პირველად მიმართა.

როგორც გრიგორიადისმა განაცხადა, სურვილი აქვს, რომ სასამართლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრონ.

"როგორც იცით, ცოტა ხანში მექნება ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საქმე სასამართლოში, მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე იმიტომ, რომ მათი ადვოკატის წინადადების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა, კიდევ მექნება TV იმედთან სასამართლო სხდომა, მაგათთანაც ვაპირებ სასამართლოს გამართვას, მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებით მექნება კიდევ [სასამართლო], ჯერჯერობით, ეს არის",- განაცხადა გრიგორიადისმა.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.

ამასთან, გუშინ 26 ივნისს, დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics