04:41 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 12:02:15, 1249 ნახვა

სამართალი
საია - 20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს 30 000 ლარის ანაზღაურება და ყოველთვიურად სიცოცხლის ბოლომდე, 1 155 ლარის გადახდა დაეკისრა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით,  2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებული პირის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

მათი ცნობით, სასამართლომ უწყებას დაზარალებულისთვის შრომისუნარიანობის შემცირების გამო მთავრობას ყოველთვიური სარჩოს სახით 1 155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე დააკისრა.

„მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც.

იმედს გამოვთქვამთ, მოსარჩელის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება და მოსარჩელე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საიას დახმარებით 15-მდე პირმა უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, - შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. საიამ მოსარჩელეთა სახელით ასევე, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც. ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ“,- აღნიშნულია საიას განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics