09:36 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 13:35:09, 888 ნახვა

საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მაღაროელების მოთხოვნები სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

„უკვე მეოთხე დღეა, ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი საპროტესტო აქციას მართავს, შეჩერებულია სამუშაო პროცესი.

დამსაქმებლის მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, სამუშაოს რაოდენობა გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.

  • მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
  • ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით;
  • ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა;
  • აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება;
  • სადაზღვევო კომპანიის შეცვლა;
  • საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა;
  • ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

ჭიათურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი საქმიანობის შედეგად, ჰაერის, ნიადაგის და მდინარის დაბინძურება მანგანუმით და სხვა მძიმე ნივთიერებებით, ასჯერ და მეტჯერ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მიწის ჩაშლას და მეწყერს, სოფელი სოფელზე ეწირება.

2017 წლიდან კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) გამოსასწორებლად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია. ამ მიზეზით, უკვე წლებია, „ჯორჯიან მანგანეზში“ შესამოწმებლად, არც გარემოსდაცვით ინსპექციები შესულან, არც შრომის ინსპექცია. კომპანიას თითქმის, ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა ჩამოეწერა. 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგა, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით“,- აღნისნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics